თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ, აშშ–ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განახორციელა პროექტი : „სამეწარმეო სწავლების პილოტაჟი საქართველოს საჯარო სკოლებში".
პროექტის ფარგლებში საეა აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს განათლების სამინისტროსთან. ჩატარდა მოსწავლეების გამოკითხვა მეწარმეობასთან დამოკიდებულებების შესახებ, ასევე საპილოტო ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციებში და სხვა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში