აჭარა. 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, „ბათუმის ახალგარზდულმა ცენტრმა" სიმბოლურად აღნიშნა. ახალგაზრდებმა მოამზადეს პრეზენტაცია სხვადასხვა ქვეყნების განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე.
აქტივობა განხორციელდა პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში"[ANI], რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში