იმერეთი. 23 აპრილს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა სემინარს თემაზე „ეკოლოგია და გარემოსდაცვა", რომლის მუშაობას უძღვებოდა იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის" წარმომადგენელი, ეკოლოგი ელენე გამყრელიძე.
მოწვეულმა ექსპერტმა ისაუბრა საკითხებზე: გარემოს ბუნებრივი და ანთროპოგენური დაბინძურება, ატმოსფეროს დაბინძურება, საწარმოო ობიექტებიდან გამონაბოლქვი მავნე აირები, ჰიდროსფერო და მათი რესურსები, წყლის დაბინძურება, პესტიციდების და სასუქების გადაჭარბებული მოხმარება და მისი უარყოფითი გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე, კერძოდ ადამიანებზე, ტყის მასივების გაჩეხვა და ნარჩენების არაეფექტური მართვა, კლიმატური ცვლილებები, დაბინძურებული ეკოსისტემა, „მწვანე ტექნოლოგიები” და საქართველოში არსებული გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები. სემინარის ბოლოს შედგა ფილმის - „ოზი - ოზონი" - ჩვენება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში