სამცხე–ჯავახეთი. 23 აპრილს, ახალციხის მე–6 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ღონისძიება მოეწყო. ღონისძიება სამოქალაქო კლუბმა ,,დისპერსიამ" განახორციელა. ღონისძიებას მოსწავლეები, პედაგოგები, დირექცია და ახალციხის ახალგაზრდული ცენრტის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, გარემოს მოვლისა და დაცვის კულტურის ჩამოყალიბება.