en
ge

ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები

აჭარა. 23 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა  - „ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგარეთ" - გაიმართა. დასაქმების შეთავაზების სანდოობა, რა უნდა ვიცოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, მიგრანტების უფლებები და მოვალეობები - ეს ის თემებია, რომლებზეც  შეხვედრაზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესაუბრა. ღონისძიების მიზანი საქართველოში კანონიერი, უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობაა. შეხვედრა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრები ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებშიც ჩატარდება.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)