აჭარა. 28 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ გამართა პრეზენტაცია თემაზე: „შენობებთან დაკავშირებული წესების ძირითადი პრინციპები". შეხვედრაზე ისაუბრეს შენობების დაგეგმარების იმ პრინციპებზე, რომლებიც საერთაშორისო კოდების საბჭოს მიერ არის მიღებული აშშ–ში 1994 წელს.
შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდა დამხმარე სახელმძღვანელო.