სამცხე–ჯავახეთი. 23 აპრილს ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,ლიდერობა და გადაწყვეტილების მიღება". ტრენინგს უძღვებოდა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი გულიკო ბექაური.
მსმენელები ძირითადად ახალგაზრდები – უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ტრენინგი 4 საათს გაგრძელდა, შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე თეორია ლიდერობასთან დაკავშირებით. მონაწილეები ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში, წარიმართა ჯგუფური მუშაობაც. ტრენინგის მიზანი საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართვა იყო.