კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოებამ", თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ეკო-კლუბის პროექტის ფარგლებში, გამართა ბი–ბი–სის ფილმის ჩვენება სახელწოდებით - „პლანეტა დედამიწა".
ფილმის ჩვენების მიზანია მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ტყეებისა და მასში მცხოვრები ცხოვლებების შესახებ.
ფილმის შემდგომ, საქარველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს კახეთის რეგიონის ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიების, ეკოსისტემებისა და წითელ წიგნში შესული სახეობების შესახებ.