იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა პროექტის „ჩემი ხმა პარლამენტში" ფარგლებში პირველადი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა მოსახლეობის საჭიროებებს იკვლევს, რომლის მიხედვითაც უმუშევრობა, ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, განათლება, შიდა გზების პრობლემები, სოციალური დაცვა, კომუნალური გადასახადები, წყალმომარაგება - ის პრობლემებია, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. კვლევის შედეგები ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 25 სექტემბერს არასამთავრობო და მედია სექტორმა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
წყარო : humanrights.ge