en
ge

ახალციხეში კლიმატის ცვლილებებზე იმსჯელეს

სამცხე–ჯავახეთი. 23 აპრილს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თემაზე ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას" – დისკუსია გაიმართა. კლიმატის ცვლილებების არსი, ჩვენს პლანეტაზე განვითარებული მოვლენები და ადამიანის როლი დედამიწის გადარჩენაში, – ამ საკითხებზე ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის" ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილი მოსწავლე–ახალგაზრდობას ესაუბრა.
შეხვედრაზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი „სახლი". „ეს ფილმი გადაღებულია კლიმატის ცვლილებებზე და იმაზე, თუ როგორი იყო დედამიწა რამდენიმე საუკუნის წინ, როგორ იცვალა მან სახე ადამიანების მიერ ბუნებაში ჩარევის შედეგად და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს", - განმარტა თათეშვილმა.
ღონისძიება ახალციხის დემოკრატიული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და ის დედამიწის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023