კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, წინასაარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს.
შეხვედრა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც დაინტერესებული პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარეხ მგალობლიშვილი, საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი: ,,შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება მათი როლის შესახებ წინასაარჩევნო პროცესებში, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული დარღვევები წინასაარჩევნოდ და ასევე არჩევნების დღეს”.