თბილისი. 28 სექტემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა" პრესკონფერენცია გამართა და საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ორი პერიოდული ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებოდნენ შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი", „რუსთავი 2", „კავკასია", „მაესტრო" და „მე-9 არხი". გამოქვეყნებული ანგარიშები მოიცავს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგებს 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორტისო ფონდი (IFES).
წყარო: humanrights.ge