კახეთი. საინიციატივო ჯგუფების, საჯარო სკოლების ეკოკლუბებისა და შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირის თაოსნობით, თელავში ახალგაზრდებმა რამდენიმე ქუჩაზე ხეები დარგეს.
ნარგიზი ყარაულაშვილი, მოსწავლე: ,,რამდენიმე ქუჩაზე დავრგეთ 150 ხის ნერგი. აქტივობებს ვაგრძელებთ და გვინდა, რომ ეკოკლუბის წევრებმა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ტრეინინგები ჩავატაროთ სხვა მუნიციპალიტეტის მოსწავლეებთან".
ხეების დარგვის აქცია გაიმართა გურჯაანშიც. გურჯაანის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებმა 2000 კვიპაროსი დარგეს.