სამეგრელო. 28 სექტემბერს, ზუგდიდში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეხვდა PH international – ის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგამის” ფარგლებში შექმნილ სასწავლო ცენტრ GLC-ის სამოქალაქო კლუბის წევრებს.
შეხვედრის დროს მოსწავლეებმა ელჩს გააცნეს საკლუბო საქმიანობის შესახებ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრა ასოციაცია „ათინათში" გაიმართა
წყარო: civics.ge