იმერეთი. 26 აპრილს, წყალტუბოს დასასვენებელ კომპლექსში გაიხსნა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი. ბანაკის მონაწილეები არიან სამოქალაქო განათლების პედაგოგები და უფროსკლასელი მოსწავლეები საქართველოს 11 რეგიონიდან. საგაზაფხულო ბანაკი შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დასახონ სამომავლო გეგმები, ერთობლივი ინიციატივები, შეხვდნენ და ესაუბრონ სტუმრებს, სამოქალაქო განათლების ექსპერტებსა და საჯარო პირებს. საგაზაფხულო ბანაკის მიზანია სტიმული მისცეს სამოქალაქო კლუბებში აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს, უფრო მეტი წვლილი შეიტანონ სკოლისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში.
წყარო: სამოქალაქო ინიციატივების ვებგვერდი სოციალურ ქსელში