შიდა ქართლი. 28 აპრილს, გორის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი - „ინტერვიუს ტექნიკები". ტრენერმა ახალგაზრდებს გააცნო ინტერვიუს არსი, რამდენი სახის ინტერვიუ არსებობს, როგორ უნდა მოემზადოს ჟურნალისტი ინტერვიუს დასაგეგმად, როგორ წარმართოს პროცესი, როგორი შეკითხვები უნდა დასვას და როგორი - არა, რათა არასასურველი შედეგი აიცილოს თავიდან. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა ჟურნალისტის და რესპონდენტის როლები მოირგეს და პრაქტიკაშიც გამოსცადეს მიღებული ინფორმაცია. აქტივობა დაიგეგმა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი"
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში