თბილისი. 29 აპრილს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა პროექტის – „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის" პრეზენტაცია გამართა. პროექტი აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის გარდა, პროექტის განხორიცელებაში ფონდი ტასო, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი მონაწილეობს. ის გალს, თბილისს, მცხეთა-მთიანეთს, კახეთს, სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთს მოიცავს. პროექტის მიზანი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა და თემის მობილიზების გზით, მათი სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებაა.
წყარო:ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში