en
ge

საიას განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პირველ მაისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „მაისს მშრომელთა საეთაშორისო დღე აღინიშნება. შრომის უფლება სოციალური უფლებების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და უკავშირდება სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფაა. საქართველოს კონსტიტუცია იცავს შრომის უფლებას, რაც მოიცავს ადამიანის შესაძლებლობას დასაქმდეს მისი ნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, არ დაექვემდებაროს იძულებით, დამამცირებელ ან ღირსებაშემლახავ შრომით გარემოს. კანონმდებლობით ასევე აღიარებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება. ასევე იკრძალება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. მიუხედავად კანონმდებლობაში დეკლარირებული გარანტიებისა, ხშირია შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)