თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში 25 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ცნობილია, 2014 წლის 25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ასევე მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, „ქართული ოცნების" წევრები და მოქალაქეები, სულ 17 პირი დააკავა. ორგანიზაცია მოუწოდებს შსს–ს ყვარლის ინციდენტის ობიექტურად შესწავლისა და სათანადო რეაგირებისკენ.
წყარო: gyla.ge