სამცხე–ჯავახეთი. 1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სურამის მე-2 და მე-3 სკოლის სამოქალაქო კლუბების ინიციატივით განხორციელდა საქველმოქმედო ღონისძიებები მარტოხელა ხანდაზმულთა დასახმარებლად.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა დახმარება გაუწიეს თემში მარტოხელა, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულს: დაუკრიფეს ყურძენი და შეუკეთეს ღობე, ასევე სოფელ ცოცხნარეთში ესტუმრნენ მარტოხელა ხანდაზმულს და სურსათ სანოვაგით და ტკბილეულით მიულოცეს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე
წყარო: civics.ge