en
ge

სოციალური მედიის ტრენინგი ადიგენში

სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო განათლებისა და პერდაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი. ტრენინგს ამავე საჯარო  სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ესწრებოდნენ.  
ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნენ ვიდეო პორტალს Civics.ge-ს, შექმნეს ელექტრონული ფოსტა და  ბლოგები, მათ შორის უდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი, სადაც მოხდება იმ ღონისძიებებისა და აქტივობების განთავსება, რომელსაც განახორციელებენ სკოლაში.
მოსწავლეებში სოციალური მედიის ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.  აღნიშნული ტრენინგები გაგრძელდება და მოიცავს პროგრამის ფარგლებში მონაწილე ყველა საჯარო სკოლას.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)