ქვემო ქართლი. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის” ინიციატივით „ENO-კლუბი" იწყება. იგი ოქტომბრიდან 7 თვის განმავლობაში იფუნქციონირებს. ენოკლუბის წევრები იქნებიან 14–17 წლის მოზარდები. კლუბის ყოველკვირეულ შეხვედრებზე მოსწავლეები არაფორმალური განათლების მეთოდით იმუშავებენ გარემოს საკითხებზე, შეასრულებენ პროგრამით გათვალისწინებულ კონკრეტულ დავალებებს (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ჩაატარებენ სხვადასხვა კვლევებსა და აქტივობებს.
კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდების ცნობიერების ამაღლებას გარემოს საკითხებზე. 10 ოქტომბრამდე მსურველებს შეუძლიათ კლუბის წევრობის სააპლიკაციო ფორმის შევსება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში