en
ge

ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი

კახეთი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომლის სახელწოდებაა „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი".
პროექტი გულისხმობს ახალგაზრდების - როგორც ცვლილებებისთვის ყველაზე მეტად მოტივირებული ჯგუფის - ინფორმირებას თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გაჩენილი ახალი შესაძლებლობების შესახებ, ასევე, მათ სტიმულირებას, რომ იფიქრონ პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელია ახალგაზრდების მონდომებით და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მათი თანამშრომლობით.
ინსტიტუტის წარმომადგენლის თინათინ მოსიაშვილის თქმით, ,,წინასაარჩევნო პერიოდში, ორი თვის განმავლობაში პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მობილიზებას, დაინტერესებას და საარჩევნო პროცესში ჩართვას, რაც საარჩევნო პროცესის გააქტიურებას და ქალაქების სამომავალო განვითარებისთვის ახალი, მყარი საფუძვლის ჩაყრას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში თითოეულ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, შექმნას ტექსტური ბლოგი ან ვიდეობლოგი, სადაც შეხედულების მიხედვით განმარტავენ, რა წვლილი შეიძლება შეიტანოს თითოეულმა აქტიურმა მოქალაქემ თავისი ქალაქის ცხოვრებაში".



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)