en
ge

ახალგაზრდული პარლამენტის წევრები კახეთში

კახეთი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სამოქალაქო აქტივობის გაზრდის მიზნით.
ასევე იგეგმება რეგიონულ დონეზე სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული პარლამენტის ე.წ. „ქვედა პალატის შექმნა". აბიტურიენტები შეისწავლიან: კანონპროექტის მომზადებას, საკუთარი ინიციატივის დაცვასა და სხვა საკითხებს.
ახალგაზრდული პარლამენტი იწყებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ სოფლებში ახალგაზრდული კლუბების შექმნას, ჩაატარებენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, ასევე მოსახლეობას გაუწევს უფასო იურიდიულ და ბიზნესკონსულტაციებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)