აჭარა. 4 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, „გენდერული თანასწორობის ქსელმა" შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის ქსელის მართვის ჯგუფი, აჭარის და ბათუმის რეგიონალური კოორდინატორები, თანაკოორდინატორები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატები და ადგილობრივი ლიდერი ქალები.
შეხვედრის პირველ ნაწილში განხილეს გენდერული თანასწორობის ქსელის საქმიანობა და სამომავლო გეგმები, ასევე, რეგიონალური კოორდინატორების და თანაკოორდინატორების საქმიანობა ადგილებზე;
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აჭარის ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას და კანდიდატი ქალების წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენას.
ღონისძიება გაიმართება „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გენდერული თანასწორობის ქსელი (GEN) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, არჩევნების სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ გაცემული გრანტის საფუძველზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში