აჭარა. 1-3 მაისს, ბათუმის მერიამ და ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „არტ ვეიმ" აჭარაში, ახალგაზრდულ თეატრალურ კვირეულს უმასპინძლა. კვირეულში მონაწილეობდნენ ახალგაზრდული თეატრალური დასები საქართველოს ოთხი ქალაქიდან – ბათუმიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან და რუსთავიდან.
კვირეულის ფარგლებში, ბათუმის საზაფხულო თეატრში, ახალგაზრდულმა დასებმა წარმოადგინეს სპექტაკლები, რომელშიც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად არაპროფესიონალებიც იღებდნენ მონაწილეობას.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა სხვა ღონისძიებებიც. კერძოდ, მსხაიობთა პროფესიული განვითარების მიზნით გაიმართა მასტერკლასი თანამედროვე თეატრის შესახებ, იგი თეატრმცოდნემ ლაშა ჩხარტიშვილმა წაიკითხა. ასევე, ბათუმში მოეწყო თეატრალური მსვლელობა, გაიმართა ფოტო–გამოფენა.