აჭარა. „პირველი ნაბიჯი საქართველოს" ბათუმის ფილიალის ოფისში ბენეფიციარების მშობლებისა და ადრეული ჩარევის სპეციალისტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადვოკატირება", რომლის მიზანი სხვადასხვა სოციალური ჯგუფის უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
ტრენინგი ჩაატარა ადრეული ჩარევის პროგრამის ბათუმის კოორდინატორმა და ფსიქოლოგმა ნინო მახარაძემ, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ადვოკატირების საბაზისო ელემენტები და ტიპები და შესთავაზა მსმენელებს გზები და საშუალებები საკუთარი ცხოვრების და საზოგადოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში