კახეთი. ლაგოდეხის №3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმის, ლაგოდეხის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული პროექტის დასკვნითი ღონიძიება.
ლაგოდეხის სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბების მიერ ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში შეიქმნა სკოლის თვითმმართველობათა ალიანსი, რომელმაც მრავალი საინტერესო აქტივობა განხორციელა.
განხორციელებული პროექტების პრეზენტაციების შემდგომ გაიმართა მოსწავლეთა დაჯილდოვება დიპლომებითა და სიგელებით.