აჭარა. 2-4 მაისს, ქობულეთში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატებისათვის ტრენინგი „ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე" ჩატარდა. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები: ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა; საარჩევნო კამპანია და აგიტაცია; ადამიანთა უფლებები და ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები; საარჩევნო კამპანია და სოციალური მედია; ქალთა მოძრაობები, ფემინიზმი, გენდერული უთანასწორობის პრობლემები; და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა.
ანალოიური ტრენინგი აღმოსავლეთ საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში წარდგენილ ქალი კანდიდატებისათვისაც გაიმართება 9-11 მაისს.
წყარო:ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში