იმერეთი. 7 მაისს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა 31-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს თანატოლთა განათლების ტრენინგი ტოლერანტობის თემაზე.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების და ინტეგრაციის საკითხებზე. ტრენინგის მიმდინარეობისას განხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ტოლერანტობა და მრავალფეროვნება, განსხვავებულის პატივისცემა, ტოლერანტობა, როგორც მორალური ვალდებულება და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ყურადღება იქნა გამახვილებული რასობრივ, ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ განსხვავებებზე. ტრენინგ-სემინარის მსვლელობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის ჯგუფური და სიტუაციური სავარჯიშოები.
ტრენინგი გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი