კახეთი. თელავში საინიციატივო ჯგუფების, საჯარო სკოლების ეკო კლუბებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ორგანიზებით აქცია - ეზოების დათვალიერების დეკადა ჩატარდა.
აქციის მიზანს წარმოადგენდა თელავში ყველაზე სუფთა ეზოების გამოვლენა. ეზოების დეკადა ჩატარდა კახეთის მასშტაბით, გამარჯვებული მუნიციპალიტეტი სექტემბერში დასახელდება.
ნუგზარ გაბუნია, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" კოორდინატორი კახეთში: ,,მარტიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დაიწყო დასუფთავების აქცია, რითიც პოპულარიზაცია გავუწიეთ მოწესრიგებულ გარემოს, რათა მომავალი თაობა აღვზარდოთ სუფთა გარემოში. სექტემბერში გამოცხადდება გამარჯვებული მუნიციპალიტეტი, რეგიონი, ქალაქი და სოფელი. იმედი მაქვს, აქედან ერთ-ერთ ნომინაციას თელავი მოიპოვებს".