თბილისი. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, „მშვიდობის კორპუსისა" და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის" თანამშრომლობის ფარგლებში ოქტომბრის ბოლოს იგეგმება ერთდღიანი ტრენინგის ჩატარება თემაზე: „მოხალისეობა და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში".
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს მოხალისეობის საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება და ის პერსპექტივები, რაც ამ საქმიანობას აქვს საქართველოში. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ასოციაციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის" მოხალისეებიც.
ტრენინგს გაუძღვებიან „მშვიდობის კორპუსის" საქართველოში მყოფი ამერიკელი მოხალისეები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში