თბილისი. 7 მაისს, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო" ფარგლებში, ასოციაცია „ანიკასთან" პარტნიორობით, ფოტო-გამოფენა მოაწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 40–მდე პორტრეტები. „ანიკას" ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო ფოტოსესია, რომელშიც მოხალისოებრივად მონაწილეობა მიიღო 15–მა ქართველმა პროფესიონალმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა. გამოფენას მასპინძლობდნენ „ანიკას" ბენეფიციარები, ფოტოსესიის მონაწილე შშმ პირები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში