თბილისი. ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით 7 მაისს გამოქვეყნდა გზამკვლევი ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე.
744 გვერდიანი გამოცემა მოიცავს ადამიანის უფლებების საკითხებს, როგორიცაა პაციენტზე მზრუნველობა, პალიატიურ პაციენტთა უფლებები, აივ/შიდსით, ტუბერკულოზით ინფიცირებულთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობები და მათი ჯანმრთელობის უფლებები და სხვა უმცირესობათა ჯანმრთელობის საკითხები.
შესაძლებელია მისი გამოყენება, როგორც თემატური და სასწავლო კურსების შესამუშავებლად, ასევე ჯანდაცვასთან დაკავშირებული სარჩელების მოსამზადებლად და სტრატეგიული სამართალწარმოების განსახორციელებლად.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში