en
ge

„საქართველოს სოფლის პარლამენტის“ სადამფუძნებლო ყრილობა

თბილისი. 7 მაისს, „საქართველოს სოფლის პარლამენტის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს სოფლებში არსებულ პრობლემატიკაზე და ამ კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის დახვეწაზე ისაუბრეს.
სასოფლო ტერიტორიების განვითარება, სოფლის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში, ეს ის საკითხები იყო, რომელიც ყრილობაზე მოწვეულმა სტუმრებმა და დელეგატებმა განიხილეს. საქართველოს სოფლის პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, ოთხმა კანდიდატმა, ყვარელის, ხაშურის, ლანჩხუთის და სენაკსი მუნიციპალიტეტებიდან საკუთრი ხედვები წარმოადგინა. ფარული კენჭისყრის შედეგად სოფლის პარლამენტის თავმჯდომარედ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან ნინო მშვიდობაძე აირჩა. ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.
ყრილობა საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაიცა Agora CE-სა და საზოგადოების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
წყარო:civitas.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)