თბილისი. 11 მაისს, გამჭვირვალობამ, სამართლიანმა არჩევნებმა და სიდამ რუსთავი 2–ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
„...ჩანაწერების გავრცელებას წინ უძღოდა მთავარი პროკურატურის საგანგებო განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კერძო კომუნიკაციის გავრცელება, მათ შორის მასმედიის საშუალებით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. მსგავსი განცხადება გააკეთა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.... ხელმომწერი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების გამო მედიასაშუალების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაუშვებელია, რადგან რუსთავი 2-ს, ამ შემთხვევაში, იცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ კანონი... ვფიქრობთ, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს იმის დადგენა, თუ ვინ და რა უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა იმ პირების ჩაწერას, ვინც რუსთავი 2-ის ხელთ არსებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ....", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: isfed.ge