სამცხე–ჯავახეთი. 9 მაისს, ახალციხის დემოკრატიულო ჩართულობის ცენტრში, მედიის განვითარების ფონდმა, სახელწოდებით „ქალები წარსულიდან" – გამოფენა მოაწყო და ადგილობრივებს სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ლიდერი ქალები გააცნო. შემდეგ გენდერულ თანასწორობაზე ისტორიული მაგალითების საფუძველზე იმსჯელეს.
გამოფენა პროექტის – „ლიდერი ქალები პოლიტიკური მმართველობისთვის" – ფარგლებში მოეწყო, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანი პოლიტიკური ცხოვრებით ქალების დაინტერესებაა.
ლიდერი ქალების წასახალისებლად და აღმოსაჩენად, პროექტში კიდევ ერთი კომპონენტია ჩადებული. მედიის განვითარების ფონდს გამოცხადებული აქვს კონკურსი ბლოგერებისთვის „ჩემი ლიდერი ქალი".
მედიის გავითარების პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნიც სახელწოდებით – „ქალები წარსულიდან". ნაშრომი მოგვითხორობს რას წერდნენ ქართული გაზეთები ქალებზე და გვაცნობს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერებს.