კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის „ახმეტის ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა" – დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ახალაგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ახალგაზრდის ჩართვას ქვეყანაში მიმდინარე საზოგადებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში განათლებისა და სამოქალაქო აქტივობის გზით.
აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კახეთის სამოქალაქო ლიგა" ახორციელებს ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის ფინანსური ხელშეწყობით.
,,პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს ქსელი, შექმნეს საინიცაიტივო ჯგუფი", აცხადებს პროექტის კოორდინატორი თინა ხანაჯალიაშვილი. ახალგაზრდები კლუბის ფარგლებში გეგმავენ განახორციელონ სხვადასხვა პროექტები ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში.