en
ge

საიას სამართლებრივი შეფასება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,რუსთავი 2''-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ კითხვებზე ორგანიზაციის შეფასება გამოაქვეყნა. „საკითხის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და ინტერესის გათვალისწინებით, ასევე მის ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობის, ურთიერთსაწინააღმდეგო, ზოგ შემთხვევაში სამართლებრივად უსწორო, პოზიციების არსებობის პირობებში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი პასუხები გავცეთ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე. განცხადებაში საუბარია თემებზე: არის თუ არა ვალდებული ჟურნალისტი დაასახელოს წყარო, პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერების ეთერით გავრცელება შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს? ჟურნალისტის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელება ყოველთვის კანონიერად უნდა ჩაითვალოს თუ არა? ჰქონდა თუ არა სახელმწიფო დაცვის სპეცალურ სამსახურს უფლება შეემოწმებინა იყო თუ არა დამონტაჟებული ფარული თვალთვალისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები კერძო ტელევიზიაში? და სხვა.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)