აჭარა. 13 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაციის – „შშმ პირთა უფლებებისათვის" თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. მან „სპორტის, საჯარო სამსახურის" და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბრა. თამაზ მჟავანაძემ კანონში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სპორტის შესახებ" კანონის მე-15 მუხლში და „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 49-ე მუხლში ნახსენებია ტერმინი „ინვალიდი", რომელიც უნდა შეიცვალოს. არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივით უმაღლეს საბჭოს უახლოეს მომავალში მიმართავს, რათა აჭარის საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტთან უშუამდგომლოს.