en
ge

ახალგაზრდული ცენტრი კონკურსს აცხადებს

იმერეთი.  საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში". 
პროექტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამოქალაქო აქტიურობის სტიმულირება ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებისა და მოქალაქეების საზოგადოებრივ საქმეში ჩართულობის ხელშეწყობის გზით. ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტი მოზარდებისთვის მართავს სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და მიზნობრივ სემინარებს. პროექტის ახალგაზრდული კომპონენტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების მშენებლობის, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული სამოქალაქო ქსელის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ა.შ.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, პროექტის ფარგლებში, აცხადებს 15–21 წლის ახალგაზრდების შერჩევას. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ თავად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სახის მოხალისეობრივი პროქტები. ასევე პროექტი ითვალისწინებს, სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები მოზარდების ერთმანეთთან დაკავშირება და დამეგობრება გაცვლითი, რეგიონებს შორისი ერთობლივი პროექტების საშუალებებით.
პროგრამის გვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)