თბილისი. ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ FAF (Friendship Ambassadors Foundation) ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის", „საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია" და „საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენთთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში ამერიკული ორგანიზაცია FAF ქართულ ორგანიზაციებს ანიჭებს ექსკლუზიურ წარმომადგენლობით უფლებას პროექტის „ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში, ნიუ-იორკი" ფარგლებში.
პროექტი მოიცავს სესიებზე დასწრებას, მრგვალი მაგიდის დისკუსიებს, ვორკშოფებს გაეროს შტაბბინაში ნიუ-იორკში, ასევე სარეზოლუციო საგრანტო პროექტზე მუშაობას.
წყარო: ახალგაზრდული პარლამენტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში