აჭარა. 6 ოქტომბერს, ბათუმის სახალხო დამცველის ოფისში, საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტმა გამართა პროექტის – „საზოგადოების როლი არჩევნებში" – შედეგების პრეზენტაცია.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობა.
დასახული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით, ინსტიტუტმა მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები და სემინარები საარჩევნო პროცედურების შესახებ. მასში მონაწილეობა მიიღო 500-მდე ამომრჩეველმა, ხოლო სპეციალური ბუკლეტების საშუალებით ინფორმაცია მიეწოდა 25000-მდე ადამიანს.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა „საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით.