en
ge

იურიდიული დახმარების საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა

იურიდიული დახმარების საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა
თბილისი. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა კონფერენცია – „სახელმწიფო იურიდიული დახმარება: რეალობა და გამოწვევები". კონფერენციის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები შეთანმხდნენ თანამშრომლობაზე იურიდიული დახმარების საკითხებში.
 
სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური" უზრუნველყოფს საჯარო და იურიდიული დახმარების ამსახველი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. იგი ასევე გაითვალისწინებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები თავის მხრივ, ხელს შეუწყობენ საზოგადოების ინფორმირებას, მიაწვდიან სამსახურს რეკომენდაციებს და ა.შ.მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "ხელს შეუწყობენ სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახურს" სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის იურიდიული დახმარების მიწოდებაში, რომელსაც ესაჭიროება წარმომადგენლობა სამოქალაქო და ადმინასტრაციული სამართლის საკითხებზე".
 
კონფერენციაზე, ასევე, გამოყენებითი კვლევების კომპანიის (ARC) მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია შედგა, რომელმაც გამოიკვლია იურიდიული დახმარების სამსახურის შესაძლებლობები და საჭიროებები. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73,6 % სრულიად კმაყოფილია მათი მომსახურებით. მიუხედავად ნდობის („სრულიად ვენდობი" – 73,7 %) და კმაყოფილების მაღალი ხარისხისა, ბენეფიციარების თითქმის მესამედი თვლის, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომსახურების სარგებლობამდე ბენეფიციართა 43,1 %–მა არ იცოდა ამ ორგანიზაციის არსებობის შესახებ. მათ შორის ვისაც ჰქონდა ინფორმაცია, უმეტესობა აღნიშნავს, რომ ინფორმაციის წყაროს ის ნაცნობები წარმოადგენენ, რომელთაც უკვე მიიღეს მომსახურება იურიდიული დახმარების სამსახურისგან. მხოლოდ 15 %–ს აქვს მიღებული ინფორმაცია სატელევიზო გადაცემიდან ან რეკლამიდან.
 
პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა სახელმწიფო იურიდიული დახმარების საქმიანობის, მონიტორინგის და ევალუაციის ეფექტურობის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)