en
ge

„ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში - აქცია ქუთაისში“

იმერეთი. 15 მაისს, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში „ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის" დეპუტატებთან ერთად სპეციალური მიმართვა გაავრცელა არჩევნების დროს ქალი კანდიდატების მიმართ დამოკიდებულებების შესახებ. ჟურნალისტებიმა და დეპუტატებმა მოუწოდეს ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელისუფლებას, საკრებულოს წევრობის, მერობის, გამგებლობის კანდიდატებს, მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ არჩევნების დროს ქალი კანდიდატების მიმართ, რათა არ მოხდეს: ქალი კანდიდატებისათვის საარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლა, სქესის ნიშნით ან სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაცია და უფლებების შელახვა; საჯარო გამოსვლებსა თუ მედია საშუალებებში შეურაცხმყოფელი გამონათქვამების და სექსისტური ენის გამოყენება. მიმართვის გავრცელების შემდეგ დეპუტატებმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის მთავრობის, საკრებულოს და გენდერული თანასწორობის ქსელის წევრებმა და ჟურნალისტებმა პარლამენტის შესასვლელში გააშენეს „თანასწორობის ხეივანი" და დარგეს 50 ხე,  რაც სიმბოლურად დაუკავშირეს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სასურველ პროცენტს;
ღონისძიებები გაიმართა საინფორმაციო კამპანიის „ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში" ფარგლებში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)