იმერეთი. გენდერული თანასწორობის ქსელმა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდასაჭერი შეხვედრა ქუთაისში გამართა. შეხვედრაზე ქალმა კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრამები და სამომავლო გეგმები. შეხვედრა აქტიური დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრას ესწრებოდა იმერეთის რეგიონში, პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მაჟორიტარი ქალი კანდიდატები, ქ. ქუთაისის მერობის კანდიდატები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში