კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერისტეტში თელავის დემოკრატიის სკოლის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ნიმდის დემოკრატიის სკოლამ წარმოადგინა ინტენსიურ საგანანათლებლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.
ნიმდის წარმოამდგენელის ნიკა შარვაშიძის თქმით: „ზოგადად, დემოკრატიის სკოლების მისიას ხარისხიანი განათლების და დამატებითი რესურსებისიდამი წვდომის გაზრდის გზით აქტიური მოქალაქეების ხელშეწყობა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება წარმოადგენს".