კახეთი. ევროპის კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიურომ, თელავის მედია კაფეში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციის „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" მოხალისეები.
შეხვედრაზე აჩვენეს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ევროკავშირის შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. ახალაგზრდებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომელსაც საინცორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ამომწურავი პასუხები გასცა.