თბილისი. 14-16 მაისს, პროექტის ახალგაზრდული ცენტრის 16 წევრისათვის „ეფექტური ფასილიტაციის" 3-დღიანი ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას უძღვებოდნენ ორგანიზაცია „პარტნიორები საქართველოს" ტრენერები. ტრენინგს წინ უძღოდა ფასილიტატორების მიერ ჩატარებული შეხვედრები თანატოლებთან, მშობლებთან და ადგილობრივ თვითმმართველობების წარმომადგენლებთან.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ჩატარებული შეხვედრების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს - თუ რა ტიპის ფასილიტაცია გამართეს თავინთ ქალაქებში, რა სირთულეებს მოიცავდა შეხვედრების დაგეგმვისა და ფასილიტაციის პროცესი, რა იდეები და შემოთავაზებები მიიღეს, რა შეიძლება გაკეთდეს შემდგომში ფასილიტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში