en
ge

ციხის მონიტორინგის ჯგუფი იქმნება

თბილისი. საქართველოს პრობაციის, იურიდიული დახმარებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროში ციხეები მონიტორინგის საზოგადოებრივი ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ, 8 ოქტომბერს, შეხვედრა გაიმართა
მონიტორინგის ჯგუფში 50-მდე არასამთავრობო  ორგანიზაციას, რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებსა და მედია საშუალებებს მინისტრ გიორგი ტუღუშის ინიციატივით,  თითო წარმომადგენლის დასახელება სთხოვეს. მონიტორინგის ჯგუფის წევრები  საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ნებისმიერი დაწესებულების შეუზღუდავი გრაფიკით და სიხშირით მონახულების  უფლებით 2013 წლის 31 იანვრამდე ისარგებლებენ. 
მონიტორინგის ჯგუფი დაახლოებით ერთი კვირის ვადაში ჩამოყალიბდება. ციხეების მონიტორინგის საზოგადოებრივი ჯგუფში ლგბტ   უფლებებსა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობაც” ჩაერთვება. ორგანიზაციის წარმომადგენელი ციხეებში ლგბტ პირთა უფლებების მონიტორინგს განახორციელებს და დარღვევების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას მოახდენს. 
სრულად
წყარო: identoba.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)